გენური
ინჟინერია – (რეკომბინანტური დნმ – ის მეთოდი)
ლაბორატორიული მეთოდების საშუალებით ორგანიზმის ახალი, მათ შორის ბუნებაში
არარსებული, მემკვიდრეობითი თვისებების მიღება; ასეთი მიკროორგანიზმების საშუალებით მიღებულია ბიოსინთეზური და ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკები, ადამიანის
ინსულინი და სხვ.
გენური ინჟინერიის განვითარებას კაცობრიობისთვის უდიდესი
მნიშვნელობა
ჰქონდა.
კერძოდ
მეცნიერები
ვარაუდობდნენ,
რომ
მალე
მსოფლოში
აღარ
იქნებოდა
შიმშილის
პრობლემა,
ნულამდე
დაიყვანდნენ
გენეტიკური
დაავადებების
გამოვლენის
რისკს, მაგრა დღეს ცხადად ვხედავთ, რომ შიმშილის პრობლემა კვლავ გადაუჭრელია, გენეტიკური დაავადებები
კი
კიდევ
უფრო
გახშირდა.
პროდუქტიულობის
გაზრდის
მიზნით
მცენარეში
შეაქვთ
სხვა
ორგანიზმების
გენები,
ხშირად
ცხოველისა
და
ადამიანისაც. მაგალითად: დაბალ ტემპერატურაზე მოსავლის მისაღებად
მარწყვში
შეჰყავთ
არქტიკული
წყლის
თევზის
გენი,
მწვანილში
ვიტამინ
c-ს
შემცველობის
გასაზრდელად
შეჰყავთ
ვირთხის
გენი
და
ა.შ. ეს ყველაფერი
კი
რა
თქმა
უნდა
უარყოფით
გავლენას
ახდენს
ადამიანის
ჯანმრთელობაზე
(დნმ-ში მუტაციურ
ცვლილებებს
იწვევს).
გენური ინჟინერია, როგორც მეცნიერება, 70-იანი წლებიდან
განვითარდა.
თავდაპირველად
ეს
“სინჯარის”
მეცნიერება
იყო
და
მისი
პრაქტიკული
გამოყენების
იდეა
ქიმიურ
კონცერნებს
ეკუთვნოდათ.
გენეტიკური
ინჟინერიის
მომხრეები
ხშირად
ამტკიცებენ,რომ ისინი
იგივე
საქმიანობას
ეწევიან
,რასაც
ჩვეულებრივ
სელექციონერები,
მხოლოდ
უფრო
სწრაფად
და
მეტი
სიზუსტით.მართლაც,
სელექციის
დროსაც
შეიძლება
მოხდეს
გადაცემა , მაგრამ მხოლოდ ერთი სახეობის ინდივიდებს, ანდა ძალიან მონათესავე სახეობებს შორის. სელექციის დროს ბრინჯი შეიძლება შეუჯვარდეს მხოლოდ ბრინჯის სხვა ჯიშებს, მაგრამ ვერასოდეს შეუჯვარდება მიწისთხილს ან ვაშლს.
გენური
ინჟინერიის
შემთხვევაში
კი
ასეთი
ბარიერი
არ
არსებობს.
მისი
საშუალებით
შესაძლებელია
ბუნების
მიერ
მილიონობით
წლების
განმავლობაში
დაწესებული
სახეობათაშორისი
საზღვრების
დარღვევა.
აქამდე
არასოდეს
ყოფილა
შესაძლებელი
ცხოველიდან
მცენარეში
, ან
ბაქტერიიდან
ადამიანში
გენის
გადატანა
. იმ
შემთხვევაშიც
კი
თუ
ნათესაურად
ახლომდგომი
სახეობების
შეჯვარება
მოხდა,
მიიღება უნაყოფო შთამომავლობა , რითაც ბუნება ინარჩუნებს სახეობათა მრავალფეროვნებას. გენური ინჟინერიის
შემთხვევაში კი არამონათესავე სახეობების გენების
კომბინირებისა
და
მათი
გენეტიკური
მატერიალის
შეცვლის შედეგად იქმნება ახალი ცოცხალი ორგანიზმები , რომელთაც აქვთ გამრავლებისა
და
შთამომავლობის
მოცემის
უნარი. რა შედეგები
შეიძლება
მოჰყვეს
ასეთი
ორგანიზმების
ბუნებაში
გამოთავისუფლებას? დღეს ამ კითხვებზე
პასუხის
გაცემა
არავის
შეუძლია
.ყველაზე
გამოცდილ
მეცნიერსაც
კი
არ
ძალუძს
იმის
განსაზღვრა
, თუ
რა
ზიანი
შეიძლება
მოუტანოს
ადამიანსა
და
ბუნებას
ამგვარად
გენმოდიფიცირებული
ორგანიზმების
ბუნებაში
გავრცელებამ.
მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება გენეტიკურად მოდიფიცირებული
ორგანიზმების წარმოება და შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე გენმოდიფიცირებული კვების პროდუქტების
რაოდენობა მატულობს.
ცხადია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების გენების მოდიფიცირება
მათ ანიჭებს მდგრადობას სხვადასხვა პესტიციდების, დაავადებების, მღრღნელების მიმართ,
ზრდის შენახვის ვადებს, მაგრამ სასურველია გენების გამოხატვის გაუთვალისწინებელი ეფექტების,
მაგ. პროდუქტების კვებითი ღირებულების შეცვლის, ალერგიული ან ტოქსიკური რეაქციებისა
და შორეული შედეგების შეფასების ჩატარება, რაც საკმაოდ გართულებულია. მედიკოსების ერთი
ნაწილი ამტკიცებს, რომ “საუკუნის დაავადების”-ალერგიის ძირითადი მიზეზი, სწორედ გმო-ს
გავრცელებაა.
No comments:
Post a Comment