გენმოდიფიცირებული ორგანიზმები



გენმოდიფიცირებული პროდუქტების მოხმარება



უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშიგენმოდიფიცირებული პროდუქტების მოხმარებასა და მოსალოდნელ მძიმე შედეგებს დიდი ადგილი დაეთმო:”საოცარი შედეგი მივიღეთ დაავადებათა პრევენციასა და დიაგნოსტიკაში,მაგრამ გენების მანიპულირებით და გენმოდიფიცირებული პროდუქტების შექმნით მეტად საშიში ნაბიჯი გადაიდგა.ამ მიმართულების მომხრეები ხშირად ამტკიცებენ,რომ ისინი იმავე საქმიანობას ეწევიან,რასაც,მაგალითად,სელექციონერები,რომლელთაც უკეთესი ჯიშები გამოჰყავთ.მართალია გენების გადაცემა სელექციის დროსაც ხდება,მაგრამ მხოლოდ ერთი სახეობის ან მონათესავე სახეობის ინდივიდებს შორის.სელექციის დროს ბრინჯი შეიძლება შეჯვარდეს მხოლოდ ბრინჯის სხვა ჯიშებთან,მაგრამ არა,მაგალითად ვაშლთან.გენური ინჟინერიის შემთხვევაში ეს ბარიერი მოხსნილია:გენი გადააქვთ მცენარიდან მცენარეში,მცენარიდან ცხოველში  და .


ამ დამახინჯებულ გენებს აქვთ გამრავლების უნარი,რაც ღვთის მიერ ათასწლეულების განმავლობაში დაწესებული სახეობათშორისი საზღვრებისა და წესრიგის დარღვევას იწვევს,ეს კი გამოუსწორებელ შედეგს მოუტანს გარემოს და ჩვენს სულიერ სამყაროსაც დააზიანებს.














გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გენეტიკურ კოდში ჩანერგილია არამონათესავე სახეობის გენეტიკური ინფორმაცია რაც ამ ორგანიზმს ახალი, მანმადე არარსებული ნიშან-თვისების მატარებელს ხდის. ამ გზით ხორციელდება ადამიანისთვის სასურველი თვისებების მქონე ორგანიზმის მიღება. მაგალითად, სიმინდის გენომში ბაქტერიია Bacillus thuringiensis გენის შეტანით მცენარემ შეიძინა მავნე მწერებისადმი რეზისტენტობის (მდგრადობის) თვისება. ასეთივე გზით მიიღეს ბეტა კაროტინის (ვიტამინის პრეკურსორი) მასინთეზირებელი ოქროსფერი ბრინჯი, რომლის გენეტიკურ მასალაში ნარცისისა და ბაქტერიის გენები იქნა ჩართული.
თავიდან გამოყოფენ გენს, დონორი უჯრედიდან, ან ახდენენ მის ხელოვნურ სინთეზს; ამის შემდეგ ხდება გამოყოფილი გენისვექტორთანმიერთება. უმეტეს შემთხვევაში, ვექტორის როლს ასრულებს ბაქტერიის პლაზმიდა. (ბაქტერია შეიცავს ძლიერ ჩახლართულ ქრომოსომას და პლაზმიდას) პლაზმიდა რგოლური ფორმისაა და წარმოადგენს ორძაფიან მოლეკულას, აქვს რეპლიკაციის (გაორმაგების) უნარი. ფერმენტ რესტრიქტაზების (იღებენ ბაქტერიიდან- E.coli) მეშვეობით ხდება პლაზმიდის ჩაჭრა. შემდეგ ამ ღია პლაზმიდას უერთებენ გამოყოფილ გენს და ფერმენტ ლიგაზას მეშვეობით ხდება მათიშეწებება“. მიიღება ვექტორი. ვექტორს აბრუნებენ ისევ ბაქტერიაში და მოდოფიცირებული ბაქტერიით ახდენენ რეციპიენტი ორგანიზმის (მაგ. მცენარის) დასნებოვნებას. მიიღება გენმოდიფიცირებული ორგანიზმი.
თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდების შედეგად შესაძლებელია მცენარის, ან ცხოველის ამა თუ იმ სახეობისათვისსასურველითვისების მინიჭება. კერძოდ, ხდება ამსასურველითვისების განმაპირობებელი გენის ჩანერგვა მცენარესა, ან ცხოველში. სწორედ ამ გზით წარმოიქმნებიან გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები. ამდენად, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი არის ის მცენარე ან ცხოველი, რომელსაც მისი გენეტიკური მასალის ცვლილებით (ახალი გენის ჩანერგვით) მინიჭებული აქვს რომელიმე ახალისასურველითვისება. მაგ. ყინვაგამძლეობა, სწრაფი სიმწიფე, უხვმოსავლიანობა და ...
თანამედროვე ბიოტექნოლოგიის საშუალებით ხდება ორგანიზმების გენეტიკური მასალის იმგვარი შეცვლა, რაც არასოდეს მოხდებოდა ბუნებრივი ევოლუციის პროცესში. თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მიღწევები, ძირითადად გამოიყენება მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში. გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან (ანუ გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარეებიდან და ცხოველებიდან) იწარმოება გენმოდიფიცირებული პროდუქტებისამკურნალო საშუალებები, ვაქცინები, საკვები პროდუქტები (ადამიანისა და ცხოველის), კვებითი ინგრედიენტები, პარფიუმერიული ნაწარმი, სათესლე და სანერგე მასალა და .. ამჟამად, გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან წარმოებული სათესლე/სანერგე მასალა და საკვები პროდუქტები მსოფლიო ბაზრის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.


მონსტანტოს კორპორაცია უმსხვილესი ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ამ დროისთვის გენმოდიფიცირებული პროდუქტების წარმოებაში მონოპოლისტია. როგორც სჩანს კომპანია აქამდე წარმოუდგენელის რეალობად ქცევას ისახავს მიზნად. ევროპულ კანონმდებლობაში არსებული შრეები მათ საშუალებას აძლევს დააპატენტონ ბოსტნეული, რომელიც ამ დროისთვის მსოფლიო მოსახლეობის საკუთრებაშია. საუბარია ბოსტნეულზე, რომელსაც ამ დროისთვის მონსტანტოს კორპორაციაც აწარმოებს, მაგალითად, კიტრი, პომიდორი, ბროკოლი, ისევე როგორც ხილი
მიზნის მიღწევის შედეგად, ყველა წვრილ ფერმერს ან კომპანიას, რომელიც ამ პროდუქტებს აწარმოებს, მოუწევს დამატებითი თანხის გადახდა უშუალოდ მონსანტოსთვის. მსგავსი პრეცედენტის შექმნა მსოფლიოსთვის ტრაგიკული იქნება. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ძალიან სწრაფად უნდა აღმოფხვრან საკანონმდებლო ლაფსუსები, იმისთვის, რომ მონოპოლისტ კორპორაციას არ მიეცეს კაცობრიობის საწინააღმდეგო გეგმის განხორციელების საშუალება.








No comments:

Post a Comment