გენმოდიფიცირებული საკვები





კითხვა, უსაფრთხოა თუ არა ადამიანისათვის გენეტიკური მოდიფიკაციით მიღებული კვების პროდუქტები, ჯერჯერობით პასუხის გარეშე რჩება. არსებობს ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები გენმოდიფიცირებული პროდუქტის გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
მეცნიერების ნაწილს მიაჩნია, რომ გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტები სავსებით უსაფრთხოა. მათი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ბიოინჟინერიის მეთოდების გამოყენება მრავალ სასარგებელო თვისებებს სძენს სასოფლოსამეურნეო კულტურებს. გენმოდიფიცირებული კულტურებიდან მიღებული პროდუქტები გამოირჩევიან მაღალი ხარსიხით, აქვთ მომგებიანი სასაქონლო სახე და საკვებ ღირებულებას უფრო დიდხანს ინარჩუნებენ.
გენმოდიფიცირებული საკვები მიიღება ხელოვნურად შექმნილი თესლებისგან, რომლებიც შეიცავენ თანამედროვე ბიოტექნოლოგიების გამოყენებით მიღებულ გენომს. ეს უკანასკნელი ზრდის მოსავლის რაოდენობასა და ზომას. მიღებული პროდუქტი თითქმის არ შეიცავს ვიტამინებს.
სასოფლოსამეურნეო კულტურების გენების მოდიფიცირება მათ ანიჭებს მდგრადობას სხვადასხვა დაავადებების, ასევე მღრღნელების წინააღმდეგ, ზრდის შენახვის ვადებს. მაგრამ აუცილებელია, გენების ხელოვნური შეცვლის გაუთვალისწინებელი ეფექტების შეფასება, რაც საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ ევროპის ბევრ ქვეყანაში გენმოდიფიცირებული პომიდვრის და კარტოფილის ნათესების ფართობები დღეისათვის უკიდურესად შემცირებულია. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის მოწონებული გენმოდიფიცირებული ხორბლის მოყვანა და მისი მოხმარება.
პირველი გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტი 1994 წელს გამოჩნდა.  ეს იყო პომიდორი შენელებული დამწიფების თვისებით.  მას მოჰყვა პესტიციდების მიმართ მდგრადი სოი ჯიში.  დღეს ამ სოი 35,7 მილიონ ჰექტარზე თესავენ, გენმოდიფიცირებულ სიმინდს - 10 მილიონ ჰექტარზე, ბამბას - 6,8 ჰექტარზე.  სოი მოსავლის 46% გენმოდიფიცირებულია.


რას ფიქრობს ხალხი გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე? გამოვკითხეთ  სხვადასხვა ასაკის 
100 ადამიანი



არსებობს ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები გენმოდიფიცირებული პროდუქტის გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
მეცნიერების ნაწილს მიაჩნია, რომ გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტები სავსებით უსაფრთხოა. მათი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ბიოინჟინერიის მეთოდების გამოყენება მრავალ სასრგებელო თვისებებს სძენს სასოფლო–სამეურნეო კულტურებს. გენმოდიფიცირებული კულტურებიდან მიღებული პროდუქტები გამოირჩევიან მაღალი ხარსიხით, აქვთ მომგებიანი სასაქონლო სახე და საკვებ ღირებულებას უფრო დიდხანს ინარჩურებენ.
მეცნიერთა ნაწილი კვლევებით ადასტურებს, რომ გენმოდიფიცირებული საკვების მიღება უამრავ დაავადებას იწვევს, თავდაპირველად მხოლოდ ალერგიული რეაქციებით ვლინდებოდა, თუმცა შემდეგ დაავადებათა სინდრომები გაიზარდა და როგორც მეცნიერები ადასტურებენ, გაჩნდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობა, იმუნური რეაქციები, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები… მეცნიერებმა მდედრ ვირთაგვებზე ჩაატარეს ექსპერიმენტი, – მათ გენმოდიფიცირებული სიმინდითა და სოიოთი  კვებავდნენ. მათი ნაშიერები დღენაკლული იბადებოდნენ და ძალიან მალე იღუპებოდნენ, ამასთან, მათი შვილები უკვე შთამომავლობას ვეღარ იძლეოდნენ… ეს საშიშროება ვრცელდება ადამიანებზეც, ანუ, თუ ფეხმძიმე ქალბატონი გენური ინჟინერიით გამოყვანილი საკვებით იკვებება, მის ნაყოფზე არაჯანსაღი კვება განსაკუთრებით მძიმედ აისახება.
ერთ-ერთი ასეთი - ,,მარგელონის დაავადებაა". პირველად გმო-სა და მარგელონის დაავადებას შორის კავშირი აღმოაჩინა ვ.ციტოვსკიმ. (ვიტალი ციტოვსკი – ბიოქიმიისა და უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი ნიუიორკის უნივერსიტეტში) ბოჩკოების შესწავლის პროცესით მან აჩვენა, რომ მათ შემადგენლობაში შედის აგრობაქტერიების ნივთიერება (Agrobacterium Tumefaciens) . ეს ბაქტერიები გენეტიკურად ტრანსფორმირდებიან მცენარეებად და უმაღლესი არსებების უჯრედებად: (ადამიანის ჩათვლით) ცვლიან ქსოვილს და ახდენენ მათ დაინფიცირებას. სიმსივნის გამომწვევი აგრობაქტერიის პლაზმიდების მოხვედრისას ადამიანის ორგანიზმში, ორგანოების უჯრედებში ახალი, ვერაგი დაავადებები წარმოიქმნება. 





,,კარტახენას ოქმი"


,,კარტახენას ოქმი"  2000 წელს ქალაქ მონრეალში იქნა მიღებული და წარმოადგენს კონვენციას ბიოუსაფრხოების შესახებ. ოქმის მიზანია, უზრუნველყოს იმ ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების უსაფრთხო გადაცემა, მოპყრობა და გამოყენება, რომლებიც მიღებულია თანამედროვე ბიოტექნიკის მეთოდების გამოყენებით და შეუძლიათ, მავნე ზეგავლენა მოახდინონ ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვასა და მდგრად გამოყენებაზე.
 „კარტახენას ოქმი“ ძალაში შევიდა 2003 წლის 11 სექტემბერსმისი მონაწილე გახდა მსოფლიოს 80 ზე მეტი ქვეყანა.
კარტახენას ოქმი“ გაეროს დოკუმენტიარომელიც საქართველოს პარლამენტში 2007 წელს შემოვიდა და კენჭისყრისას ორჯერ ჩავარდაეს საქართველოს ისტორიაში პირველი გაეროს დოკუმენტიარომელიც ჩავარდა. 2010 წელს პარლამენტმა ოქმის რატიფიცირება მოახდინათუმცა მას არანაირი განვითარება არ მოჰყოლია. რატიფიცირების შემდეგ პარლამენტს უნდა მიეღო კანონი „გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“. უნდა შექმნილიყო ლაბორატორია და კონტროლის ჯგუფირომელიც გაუწევდა კონტროლს იმპორტირებულ პროდუქტს.
2010 წელს ვერ მოხერხდა კანონპროექტის მიღებამაგრამ ამ ეტაპზე მომზადებულია და მიმდინარეობს მისი განხილვაკანონპროექტის ინიციატორი გარემოს დაცვის სამინისტროაქართველი და ამერიკელი ექსპერტები კანონზე ერთად მუშაობენ.
გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე რეგულაციები სავარაუდოდ 2013 წლის ბოლომდე დაწესდებაცვლილებებს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავსკანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ქვეყანაში შემოტანილი გენმოდიფიცირებული პროდუქციის სავალდებულო მარკირება მოხდება და მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა გაარჩიოს ეკოლოგიურად სუფთა და გენური ინჟინერიით წარმოებული პროდუქტი ერთმანეთისგან წარწერით - „გენმოდიფიცირებულია“. ბულება, დაიცვას ეკოსისტემების მრავალფეროვნება, რითაც ხელს შეუწყობდა საკუთარ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. 2005 წელს შემუშავდა ხელმოწერილი ოქმის რატიფიკაციის გეგმად. შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო საკანონმდებლო ინიციატივები. ეს საკითხი რამდენჯერმე დაისვა პარლამენტში, თუმცა უშედეგოდ.




არსებულ ვითარებაში, როცა ქვეყანაში არ არსებობს გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და პროდუქტების მიმოქცევის მარეგულირებელი კანონი, განსაკუთრებული საფრთხე ექმნება როგორც ქვეყნის უნიკალური ბიომრავალფეროვნებას, ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობას.

2002–2005 წლებში საქართველოსმწვანეთა მოძრაობისმიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ქართული საწარმოების უმეტესობა ფართოდ იყენებს დამატკბობელ ასპარტამს გამაგრილებელი სასმელების, სიმინდის ბურბუშელას და სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის დამზადებისას. ასპარტამი არის გენური ინჟინერიით მიღებული დამატკბობელი, რომელიც შეიცავს სიცოცხლისათვის საშიშ ნივთიერებებს.

საზოგადოების დამოკიდებულება გენმოდიფიცირებული პროდუქციის მიმართ მკვეთრად უარყოფითია. მოსახლეობას მიაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანა და წარმოება.

     კვლავ რჩება დაუზუსტებელი და პასუხგაუცემელი კითხვები:
  • უვნებელია თუ არა გენმოდიფიცირებული საკვები?
  • არის თუ არა ის ტოქსიკური, კანცეროგენული და ალერგიული?
  • უსაფრთხოა თუ არა ადამიანისათვის გენეტიკური მოდიფიკაციით მიღებული კვების პროდუქტები ?
  • არსებობს თუ არა საფრთხე იმისა, რომ გენმოდიფიცირებულ საკვებში არსებული გენები ჩვენს გენომში  ,,ჩაერთოს და დღეს ჩვენ მიერ მირთმეულმა ამგვარმა საკვებმა ხვალ ზიანი მიაყენოს ჩვენს შთამომავლობას?




 

No comments:

Post a Comment